logo_geo
eng_logo
„მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017“
- +

25 ივლისი. 2017. 16:02


საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, 25 ივლისს გაიმართა პრესკონფერენცია „მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017"- ის შესახებ.

 

„მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017“ გაიმართება 29 ივლისიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით, კურორტ საირმეში. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად უფრო მრავალფეროვანი გახდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ანსამბლები და სოლო შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. პროექტის განხორციელების მიზანია იმერეთის რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევა და კურორტ საირმეს, როგორც უნიკალური საკურორტო ზონის პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა და ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შეთავაზებს ქართული მუსიკის მიმართულებით.

 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „დიდგორი“, „იალონი“, „შავნაბადა“, „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი“, „იამე“, „ბასიანი“, „თბილისი“ და სოლო შემსრულებლები ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, რომა რცხილაძე და Paul Rimple.

 

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. მომავალი წლიდან იგეგმება ფესტივალისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება და სხვადასხვა ქვეყნებიდან შემსრულებლების მოწვევა. ფესტივალის წარმომდგენი: სასტუმრო „საირმე“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. ფესტივალის პროგრამა: 29 ივლისი - ანსამბლი „რუსთავი“ 5 აგვისტო - ანსამბლი „დიდგორი“ 12 აგვისტო - ანსამბლი „იალონი“ 19 აგვისტო - დავით ნოზაძე და ნეკა სებისკვერაძე 20 აგვისტო - რომა რცხილაძე და Paul Rimple 26 აგვისტო - ანსამბლი „შავნაბადა“ 2 სექტემბერი - ანსამბლი „თბილისი“ 9 სექტემბერი - ანსამბლები „იამე“ და „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი“ 10 სექტემბერი - ანსამბლი „ბასიანი“ (ფესტივალის საზეიმო დახურვა).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner