logo_geo
eng_logo
მუჰამედ აბრინიმ აღიარა, რომ ბრიუსელის აეროპორტში კამერების მიერ დაფიქსირებული მამაკაცი ის არის
- +

10 აპრილი. 2016. 02:09



პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილმა მუჰამედ აბრინიმ აღიარა, რომ ზავენტემის აეროპორტში ორ თვითმკვლელთან ერთად იმყოფებოდა. მუჰამედ აბრინი ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მას ღია ფერის ქურთუკი ეცვა და თავზე ქუდი ეხურა.



აბრინი და კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილი ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში 8 აპრილს ჩატარებული რეიდების დროს დააკავა. დღეს კი ბელგიის პროკურატურამ ოთხ დაკავებულს, მათ შორის მუჰამედ აბრინის, ბრიუსელის ტერაქტებთან კავშირში წაუყენა ბრალი. ბრალდებულებს შორის "ოსამას" ფსევდონიმით ცნობილი მამაკაცია, რომელიც ბრიუსელის მაალბეეკის მეტროსადგურში აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდა.



 31 წლის მუჰამედ აბრინი პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლება. კამერებმა ის სალეჰ აბდესლამთან და  სხვა მონაწილეებთან ერთად ბენზინგასამართ სადგურზე 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტებამდე ორი დღით ადრე დააფიქსირეს. ბელგიის პოლიციამ მუჰამედ აბრინიზე ძებნა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner