ქობულეთში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა კიდევ ერთი პატარა დაუბრუნეს მშობლებს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.
„სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 წლის ბიჭი დაიკარგა. წყალზე მაშველებმა ოპერატიულად დაიწყეს პატარა დამსვენებლის საძიებო სამუშაოები. მას მშობლებისგან 3 კილომეტრის მოშორებით, უმოკლეს დროში მიაკვლიეს. იმ დროისათვის, ბავშვი იყო განცალკევებით და თამაშის დროს ზღვაში შედიოდა. მაშველებმა ის სწორედ ამ დროს, წყლიდან გამოიყვანეს", - აცხადებენ უწყებაში.