logo_geo
eng_logo
ატმის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა
- +

25 ივლისი. 2017. 21:11



მიმდინარე წლის 24 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 5,853 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 2.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 2,603 ტონას შეადგენდა, ხოლო მთლიან სეზონზე ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი 5,800 ტონა იყო. შესაბამისად, წელს ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა შარშანდელი სეზონის სრულ მაჩვენებელს.


ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქ. გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის" პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.


ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (76%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (14%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (4%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.


ამჟამად, ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner