თუშეთის რამდენიმე სოფელში, მათ შორის ალისგორში, ჯვარბოსელში, ზემო ომალოსა და ვერხვიანში სატესტო რეჟიმში ინტერნეტი ჩაირთო. ამის შესახებ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა სეთურმა განაცხადა.
„აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ამ ეტაპზე თუშეთის სოფლებს ინტერნეტი სატესტო რეჟიმში მიეწოდება. უკვე დავასრულეთ მუშაობა ომალოში, ალისგორში, ჯვარბოსელსა და ვერხვიანში, ასევე წოვათას მხარეში. უახლოეს პერიოდში, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, მუშაობას უკვე პირიქითა თუშეთში ცავიწყებთ. ამ დროისთვის მომსახურების მიღების მიზნით განაცხადი 30მდე ადგილობრივმა შეავსო", - განაცხადა უჩა სეთურმა.
პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია "ინტერნეტსაზოგადოება" აფინანსებს.