ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„გარდაიცვალა აპოლონ (დოდიკ) სილაგაძე - დიდებული პიროვნება, შესანიშნავი მეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, დიპლომატი (იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტესა, სირიასა და ლიბანში). იყო ჟურნალისტი. წლების მანძილზე რედაქტორობდა გაზეთებს "განათლება" (შემდგომში "ერი") და "სვობოდნაია გრუზია".
ვუსამძიმრებ მის შვილებს, ახლობლებს, მეგობრებს. დაუმკვიდროს უფალმა მარადიული სასუფეველი", - წერს ამირან ბუთურიშვილი.