„კოალიციის ყველა სუბიექტი ქვეყანას ემსახურება და არა მმართველ კოალიციას", - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. ვიცე-პრემიერი კოალიციაში მომხდარ ცვლილებებს დადებითად აფასებს.
„ეს ამომრჩევლის პატივისცემაა, რადგან საზოგადოებას საშუალება ექნება, ხმა კონკრეტულ პარტიას მისცეს და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი, რომ ამა თუ იმ პარტიას ხმა ერთი პარტიის ხათრით მისცეს.",- განცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის ფორმირება უახლოეს ხანში დაიწყება.
„კვლევების და შუალედური არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" ერთადერთი ძალაა, რომელსაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების რეალური შესაძლებლობა აქვს. პარტიას ძალიან ბევრი ახალი საინტერესო სახე ეყოლება, რაც ძველი სახეების დავიწყებას არ ნიშნავს. სიასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ მის ფორმირებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ",- აღნიშნა კალაძემ.