logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: დღეგრძელი იყავ, ბატონო გრიშა!
- +

25 ივლისი. 2017. 21:46



შესაძლოა არ იზიარებდე მის პოლიტიკურ შეხედულებებს; შესაძლოა არ მოგწონდეს მისი წიგნები; კიდევ უფრო ვუშვებ, რომ მისაღები არ იყოს ტელედებატებში მისი ტონალობა, ზოგჯერ მეტისმეტი თავშეუკავებლობა და საზღვარსგადაცილებული უმკაცრესი შეფასებებიც პოლიტიკური ოპონენტებისთადმი. მაგრამ...


ვერ წაართმევ:


- რწმენისადმი ერთგულებას;


- წინაპრებისადმი პატივისცემის სულისკვეთებას;


- უფროსებისადმი მოწიწებას;


- ერთობ ფართო განათლებას და წიგნიერებას, ქართული პოეზიის გასაოცარ ცოდნას;


- საქართველოს და მსოფლიო ისტორიის ღრმა ცოდნას;


- ყმაწვილობის ასაკიდან საქმის კაცობას.


- საქართველოს სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის განვითარებისთვის დახარჯულ წლებს, ენერგიას და საამაყო შედეგებს;


- სხვისი ტკივილის გამზიარებლობას, ქველმოქმედებას და მეცენატობის უამრავ ფაქტს;

უღალატო მეგობრობის გრძნობას;


-დიდი ოჯახის პატრონის, მეუღლის, მამის, ბაბუის და...


უბრალოდ, ნაღდი კაცის სახელს!


ეს არის გრიგოლ ონიანი!


სვანეთისა და სრულიად საქართველოს პატრიოტი, კაცი, რომელიც 1956 წლის ტრაგიკული მარტის დღეებიდან პატრონობს "მკვდარ" სტალინს, როცა თითქმის ყველა აეკიდა ცოცხალ... შევარდნაძეს!


კაცი, რომელიც დღეს 80 წლის გახდა!!! არ ვუსურვებ არავის მის მტრობას, მისადმი უსამართლო დამოკიდებულებას, რამეთუ ვისაც სიტყვით ვერ მოერევა, იმის ძალაც შესწევს, რომ... განსაკუთრებიულად ეს ეხებათ ე.წ. ანტისტალინისტებს, რამეთუ "სტალინის საზოგადოების" უცვლელ თავმჯდომარეს მეტისმეტად გაბედული, მასშტაბური და არაორდინარული გეგმები აქვს მისი "კერპის" ე.წ.რეაბილიტაციის გზაზე.


100 წლამდე ყველაფერი დაგეგმილი აქვს, რა უნდა დაწეროს, რა უნდა გამოსცეს, ვის დაეხმაროს, ვის გაუსწოროს ანგარიში და, ისიც იცის, საუკუნის საიუბილეო სუფრასთან ვინ დაპატიჟოს და თამადად ვინ უნდა დანიშნოს...


დღეგრძელი იყავ, ბატონო გრიშა!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner