logo_geo
eng_logo
უკანონო მოსმენის საქმეზე კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეუფარდეს
- +

10 აპრილი. 2016. 02:35



სასამართლომ ე.წ. უკანონო მოსმენის საქმეზე დაკავებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.



დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და ამტკიცებს, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას მიუთითებდა.



არ იყო მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ ამ საქმეს, არა მარტო სააპელაციო სასამართლოში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც დადგინდება, რომ მოსამართლემ ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები. არ შეიძლება ის დანაშაული, რომელიც ეხება კადრების გავრცელებას, დაკვალიფიცირდეს როგორც ზოგადი მუხლი", - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.




პატიმრობა შეეფარდათ: შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რევაზ შიუკაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან ზაალიშვილს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ყიფშიძეს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილ უფროსს ზურაბ პავლიაშვილი და შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილ მოადგილეს გიგლა შიოშვილს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner