დიორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტი, 55 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა წიფიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ოთხშაბათს დიორის ტატამზე ვაჟებში გურამ ძავაშვილი და გიორგი ჩიხელიძე, ხოლო გოგონებში ეკატერინე ტატუნაშვილი იჭიდავებენ.