თბილისში, ზაალ ქიქოძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად, 57 წლის მამაკაცი დაიღუპა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულის აივანზე კიბით იდგა და სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, დენის დარტყმის გამო, გადავარდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.