logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: კატალოგი უწოდეს, არადა, კატალოგზე მეტია - ენციკლოპედიაა!
- +

26 ივლისი. 2017. 02:29



ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:


„უწინარესად ყოვლისა, მინდა მივულოცო ბატონ ბუბა კუდავას და ბატონ ნიკოლოზ ჟღენტს ამ უნიკალური წიგნის დაბეჭდვა. კატალოგი უწოდეს, არადა, კატალოგზე მეტია, - ენციკლოპედიაა! ეს არის სამაგიდო წიგნი, სამზითვო წიგნი! კარგად ვიცი, როგორი რუდუნებით და სიყვარულით მუშაობდნენ რათა ასე უნაკლოდ და უხინჯოდ აღსრულებულიყო მათი ჩანაფიქრი. თან ეს იმ დროს, როცა განათლების და მეცნიერების იმდროინდელი უსახური, უკითხური და უმეცარი მინისტრი თამარ სანიკიძე უბინძურესი მეთოდებით ცდილობდა, რომ ბუბა ჩამოეშორებინა ყველაფრისთვის. ვინ რას და როგორ ჩამოცილდა, ისიც კარგად ვიცით. ჩემო ბუბა, ჩემო ნიკოლოზ, ასეც ხდება ხოლმე... არც თქვენ ხართ პირველები და უკანასკნელები. ყველს სახელით, თქვენი ერთგული მეგობრების და კოლეგების სახელით მინდა უზარმაზარი მადლობა მოგახსენოთ. ძალიან მალე ამოკრებილად დავდებ, გამოვფენ ზოგიერთ გვერდს ამ წიგნიდან.. კიდევ ერთხელ, უზარმაზარი მადლობა!"- წერს სიამაშვილი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner