აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთის, ისევე როგორც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის" ცნობით , აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
გასულ კვირას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბა და შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. თუმცა, მოგვიანებით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის ე.წ. მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.