Black Sea Arena და Check in Georgia წარმოგიდგენთ ლეგენდარული „ქართული ხმების" საიუბილეო კონცერტს „30 წელი სცენაზე". Black Sea Arena-ზე კონცერტი 5 აგვისტოს გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას იღებენ: ქართული ხმები, ნატო მეტონიძე, დათო ევგენიძე, ჯგუფი ირაო და თბილისის ბიგ ბენდი. სპეციალური სტუმარი: ოზურგეთის შვიდკაცა.
კონცერტზე შესრულდება ქართული ხმების ფოლკლორული და საესტრადო რეპერტუარის შედევრები.
კონცერტის დამდგმელი რეჟისორი გახლავთ ბასა ფოცხიშვილი. მხატვარი: თამრიკო ფოცხიშვილი.