logo_geo
eng_logo
შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
- +

10 აპრილი. 2016. 10:46


შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი საქალაქო და რაიონული სამმართველოების, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს.



აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს. სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, მ.იაშვილის კლინიკასთან არსებული „სისხლის ბანკის" დახმარებით, სისხლს რეგულარულად აბარებს.



ამჯერად სისხლი შსს-ს ასამდე თანამშრომელმა გაიღო. დონორობის მიზანი ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner