logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ლომიამ გამიტაცა, მაწამა, გაუპატიურებით და შვილის მოკვლით დამემუქრა
- +

26 ივლისი. 2017. 16:00



„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის  მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ლატარია საკუთარი გატაცების, წამების, გაუპატიურების მუქარის შესახებ განცხადებას და მიმართვას ავრცელებს და ბრალს ყველაფერ ამის ორგანიზატორობაში საქართველოს პარლამენტის წევრს, "პატრიოტთა ალინსიდან" გიორგი ლომიას სდებს.


ლატარია აცხდებს რომ, ლომია მას შვილის მოკვლითაც დაემუქრა:


„მე თუ რამე დამემართა, არადა შესაძლებელია დამემართოს და მომკლან, ახლავე ვაცხადებ საჯაროდ, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიას მიაკითხეთ", - წერს ლატარია საკუთარ facebook გვერდზე.

 

„მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ, ასევე შსს-ს (ასე გამეცნო) თანამშრომელმა ჩემმა უბნელმა კენკებაშვილმა და კიდევ ორმა უცხო ადამიანმა (მე შემიძლია ორივე ამოვიცნო). ჩემი წამება, გატაცება გადაიღეს კამერით, ზუსტად ისე, როგორც აკეთებდა მეგის ქარდავა და „ნაციონალური მოძრაობა". მქონდა ტვინის შერყევა. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი. ვიყავი მათი ხელიდან მკვდარი!

 

(გამიტაცეს საკუთარი სახლიდან, მიმიყვანეს ოფისში, დამაბეს სკამზე, რამდენიმე საათი მცემდნენ კონდახებით, მაწამებდნენ, წყალიც კი არ დამალევინეს, როდესაც გონება დავკარგე, მხოლოდ შემდეგ ცოტახანი შემეშვნენ).

 

ზუსტად ვიცი, ახლა დაიწყებს ლომია და მისი „სასტავი" ჩემ წინააღმდეგ კამპანიების წამოწევას.

 

არ გამოვრიცხავ, დაიწყონ შანტაჟი, როგორც ადრე იყო (დააყენე, თორემ შენს სექს ვიდეობეს ავტვირთავთო, რაზეც ვიცინე და მიდით ატვირთეთ-თქო და იმის მერე გაჩუმდნენ).

 

ეგ ის ლომიაა, რომელმაც 2006 წელში, როდესაც ვმუშაობდი მერიაში, კამერები დამიყენა, იყო ჭიაბერაშვილის კადრი, მანამდე კი - მერაბიშვილის ზონდერი.

 

არ მაინტერესებს „ალიანსის" ლომია ვინ იყო, მაგრამ ეგ ის ლომიაა, რომელიც შვილის მოკვლით დამემუქრა.

 

მმყავს 1 დღის ელენე და იმის თავს გეფიცებით, თუ რაიმეს ვამატებდე, რამდენი რამე კიდევ არ მითქვამს, რომელსაც ვეტყვი მხოლოდ პროკურატურას!

 

ამ ყველაფერს ვაკეთებ თქვენი შვილების გამო, თორემ ჩემს შვილებს, არ ვიცი, მაგათგან რა ემუქრება.

 

მივმართავ გომელაურს, დამკითხოს და ჩემი გატაცების, არაადამიანური მოპყრობის, რამდენიმე საათით დაკავებისა და სიკვდილის პირამდე მიყვანის ფაქტზე აღძრას საქმე!

 

მზად ვარ, მივაწოდო ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩემს ხელთ არის, ასევე მივმართავ ბიძინა ივინიშვილს, იქნებ შემხვდეს და ადამიანურად მომისმინოს.

 

არ უნდა იჯდეს პარლამენტში ის ხალხი, ვინც იყვნენ მერაბიშვილის ზონდერები და ახლაც კი იგივეს აგრძელებენ და მე ვარ მაგალითი ამ ყველაფრისა.

 

მყავს მოწმეები და არა მხოლლოდ მოწმეები, უბრალოდ ჩემი შვილის დაბადებას ველოდებოდი, ახლა კი გპირდებით ყველას - ამოგიღებთ მიწიდან და არავის შეგარჩენთ ჩემს მიმართ ასეთ საქციელს!!!" - წერს ლატარია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner