ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საოცრება მესმის, გიორგი ლომია ელისო კილაძის ვერსიებს ეუბნება ჟურნალისტებს, ირაკლი ლატარია სუს-ის აგენტი იყო და ინფორმაციები გაჰქონდა „პატრიოტთა ალიანსიდანო", იქით უნდა ვუჩივლოთო. სერიოზულად შოკი მაქვს, აგენტი იყო და იმიტომ სცემეთ და კლავდით? უკვე გული მერევა ყველაფერზე! გამოძიება დაადგენს ყველაფერს! მართლა ელისო კილაძის მეგობრები ყოფილხართ!" - წერს ჯღარკავა.