logo_geo
eng_logo
დიმიტრი მედვედევი: სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გარდაუვალია
- +

10 აპრილი. 2016. 10:48


სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გარდაუვალია, -  განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა. მისივე თქმით, თუ რუსეთი  სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის შეიარაღების მიწოდებას შეწყვეტს, მოსკოვს სხვა ქვეყნები ჩაანაცვლებს.



„ერთი წუთით რომ წარმოიდგინოთ ვითარება, როდესაც რუსეთი ამ როლიდან გადის, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადგილი ცარიელი არ დარჩება", - განაცხადა მედვედევმა რუსულ მედიასთან საუბრისას.



აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი რუსული იარაღის მთავარი იმპორტიორია. 2010-2014 წლებში მოსკოვმა და ბაქომ არაერთი კონტრაქტი გააფორმეს ვერტმფრენების, საზენიტო სარაკეტო სისტემების, ტანკებისა და სხვა სახის შეიარაღების ყიდვასთან დაკავშირებით, რომელთა საერთო ღირებულებამ დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი შეადგინა. სომხეთმა კი მხოლოდ 2013 წელს 16 მილიონ დოლარად რუსული იარაღი იყიდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner