უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ რადიკალური პარტიის დეპუტატი, იგორ მოსიჩუკი სოცილური ქსელში წერს.
„მე მიდასტურებენ, რომ ეს სიმართლეა. ქართველ იანუკოვიჩს - მიხო სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, პოროშენკომ საკუთარი შეცდომების აღიარება დაიწყო", - წერს მოსიჩუკი.
სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო.