„საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კოალიცია "ქართული ოცნება" ყველა პრინციპულ საკითხზე ყოველთვის ერთიანია."- განაცხადა ირაკლი სესაიშვილმა გოგი თოფაძესა და „რესპპუბლიკელებს" შორის არსებულ დაპირისპირებაზე გადაცემა 2030-ში.
"მტყუან-მართლის გარჩევას არ შევეცდები. ეს იმ პოლიტიკურ წესებს ეწინააღმდეგება, რომელსაც "ქართული ოცნება" და მე პირადად ვიცავ. სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკური დისციპლინა უცილებელია." - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილმა კომენტარი გააკეთა ლეონიდ თიბილოვის განცახდებაზე, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია პრინციპულია და მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, საქმის კურსში ჩააყენებს ყველა პარტნიორ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას. მან აქვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სამაჩაბლოში ასეთი რეფერენდუმი ადრეც ჩატარებულა. თუმცა, ე.წ. დამოუკიდებლობას და რუსეთთან დადებულ ე.წ. ხელშეკრულებებს არავითარი ფასი არა აქვს.