logo_geo
eng_logo
ინდოეთის ერთ-ერთ ტაძარში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- +

10 აპრილი. 2016. 11:21


ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით, კარალას შტატში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში მომხდარი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.


როგორც ცნობილი ხდება, ხანძარი პიროტექნიკის საწყობში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. პიროტექნიკის გამოყენება ინდური ფესტივალისთვის იგეგმებოდა.


დაშავებულთა დიდი ნაწილი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.


ხანძრის შედეგად ტაძარი მთლიანად განადგურებულია. მომხდარის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner