„საქართველოს პროკურატურაში ლეონიდ ჩერნოვეცკის უკრაინული მხარისთვის გადაცემის მოთხოვნა არ შემოსულა", - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„საქართველოს პროკურატურაში ლეონიდ ჩერნოვეცკის უკრაინული მხარისთვის გადაცემის მოთხოვნა არ შემოსულა. თუმცა ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ვერ მოხდება მისი გადაცემა რადგან იგი არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა დაუშვებელია", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა.
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ეხება კიევის გზაზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის უკანონო მშენებლობის ფაქტს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ამჟამად კიევი ყოფილი მერის ადგილსამყოფელი უცნობია.
სამართალდამცავების თქმით, ის გამოძიებას თავს არიდებს, ამიტომ სასმართლომ მისი დაპატიმრების ნებართვა გასცა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილი სხვა პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება.