logo_geo
eng_logo
„მიდასტურებენ, რომ...“ - უკრაინის რადას დეპუტატის განცხადება მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობაზე
- +

26 ივლისი. 2017. 18:24


„უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა", - „უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა „რადიკალური პარტიიდან" იგორ მოსიიჩუკმა განაცხადა.


„მე მიდასტურებენ, რომ ქართველ იანუკოვიჩს მიხო სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ეს იმას ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ როგორც იქნა დაიწყო თავისი შეცდომების აღიარება. მან არაკანონიერად მიანიჭა ჩვენი მოქალაქეობა და ახლა თავის შეცდომებს ასწორებს", - დაწერა იგორ მოსიიჩუკმა სოციალურ ქსელში.


როგორც „უკრაინსკაია პრავდა" იუწყება, პოროშენკოს პრესმდივნების ტელეფონებზე არავინ პასუხობს, ხოლო სააკაშვილის გარემოცვაში აღნიშნეს, რომ ამგვარ ინფორმაციას არ ფლობენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner