logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს
- +

10 აპრილი. 2016. 11:25


ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა რეჟიმი 125-ჯერ დაარღვია და აზერბაიჯანული პოზიციები დაცხრილა", - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია.



საპასუხოდ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიციებზე 125 საცეცხლე დარტყმა მიიტანა" - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.



თავის მხრივ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს აზერბაიჯანმა სამხედროების პოზიციები ნაღმტყორცნებით დაცხრილა.



ვითარება მთიან ყარაბაღში 2 აპრილს გამწვავდა, 3 დღის შემდეგ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღებაზე შეთანხმდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner