„ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა რეჟიმი 125-ჯერ დაარღვია და აზერბაიჯანული პოზიციები დაცხრილა", - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია.
„საპასუხოდ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიციებზე 125 საცეცხლე დარტყმა მიიტანა" - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
თავის მხრივ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს აზერბაიჯანმა სამხედროების პოზიციები ნაღმტყორცნებით დაცხრილა.
ვითარება მთიან ყარაბაღში 2 აპრილს გამწვავდა, 3 დღის შემდეგ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღებაზე შეთანხმდნენ.