logo_geo
eng_logo
შს მინისტრის მოადგილემ არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
- +

26 ივლისი. 2017. 20:07



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელს, ჟერომ ლეროს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდა.


სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის სასწავლო პროექტის, ასევე, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სატრენინგო პროგრამის შემუშავება-განახლების შესახებ იმსჯელეს.


შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავების საკითხებიც განიხილეს.


როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, არჩევნების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო საარჩევნო ადმინისტრაციასთან აქტიურად თანამშრომლობს.


„საარჩევნო პერიოდში უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს," - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.


სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner