logo_geo
eng_logo
დაბა წაღვერის მახლობლად გაჩენილი ხანძრის შესახებ შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

26 ივლისი. 2017. 20:40



შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ინტენსიურად მიმდინარეობს, დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული, როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი ჯგუფები სხვადასხვა რეგიონებიდან.

 

ხანძარის რამდენიმე კერა დაახლოებით 5ჰა-მდე ფართობზე ფიქსირდება . მეხანძრე-მაშველებმა ზოგიერთ ადგილზე უკვე მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს ქარი და რთული რელიეფი. იმ ადგილზე სადაც ტექნიკით მისვლა შეუძლებელია, ქვეითი მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულები, ასევე, მუშაობს ვერტმფრენი.

 

სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს", - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner