logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: მიხეილ სააკაშვილი შენ ამას მაინც ვერ გაიგებ, მაგრამ...
- +

26 ივლისი. 2017. 20:54


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შემდეგი სახის პოსტით მიმართავს:

 

„მიხეილ სააკაშვილი შენ ამას მაინც ვერ გაიგებ, მაგრამ ეს პატარა ამონარიდი ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს"-დან ხალხისთვის ამოვიწერე:

 

„დათიკო შუა წრეში გავიდა და დადგა, გამხდარი, წვერგაუპარსავი, თვალებდასისხლიანებული და ტანსაცმელშემოგლეჯილი. მან ხალხს მოავლო თვალი. მერე ყველას სათითაოდ და ვისაც კი შეხედავდა, ყველა უკან იხევდა, უხერხულად იშმუშნებოდა და თავს ხრიდა. დათიკო იდგა და ელოდა, როდის ამოიღებდა სოფელი ხმას, მაგრამ მისი სოფელი დუმდა, როგორც სამარე და მე შემეშინდა ამ დუმილის ისე, როგორც ომის დაწყების პირველ დღეს შემეშინდა მისი. დათიკო კიდევ დიდხანს ელოდა, მაგრამ ხალხი დამუნჯდა. მაშინ დათიკომ მოიგლიჯა ქამარზე თასმით დაბმული რევოლვერი, მიწაზე დააგდო და მორჩილად ჩამოუშვა ხელები. ხალხი ისევ დუმდა.

- ამოიღეთ, ხალხო, ხმა! - თქვა დათიკომ მუდარით და ხმის კანკალით.

ხალხი ხმას არ იღებდა.

- გამოდი, ვალოდია, და დამიჭირე, ხომ ხარ უშიშროების მუშაკი, გამოდი, რას უყურებ, დაყრილი მაქვს იარაღი! _ მიუბრუნდა იგი ვალოდია ჯაშს.

ვალოდია გამოვიდა წრიდან და დათიკოს პირდაპირ დადგა. ხალხი გაინაბა.

ხალხი ელოდა რაღაც უბედურებას, სროლას, დაპატიმრებას, ყვირილს, შერცხვენას, ტირილს და მოხდა რაღაც უფრო უარესი, საშინელი და წარმოუდგენელი: ვალოდია ჯაში შეტრიალდა და ისე გავიდა სკოლის ეზოდან, უკან არ მოუხედავს. დათიკო გაფითრდა, ყბა მოენგრა.

- ბადრია, შენ რაღას უყურებ, გამოდი და ამიყვანე პატიმრობაში, აღარ შემიძლია მეტი, კაცი არ ხარ?- მიუბრუნდა იგი ბადრია თავართქილაძეს. მაგრამ ბადრია უკვე გადიოდა სკოლის ეზოდან.

- ხალხო! - დაიკვნესა დათიკომ და ხალხმა გააკეთა იგივე, რაც ვალოდიამ და ბადრიამ, ისინი თავჩაქინდრულები, უხმოდ, თითო-თითოდ გადიოდნენ წრიდან და ტოვებდნენ შუა მინდორში ქრისტეს გლახასავით ვედრებად დავარდნილ დათიკოს.

მერე მან თვალებზე აიფარა ხელები, მუხლებზე დაეცა და ბავშვივით აქვითინდა. მე ვუყურებდი დათიკოს და ვფიქრობდი, რა ბედნიერი იყო ამ წუთში

ხატია, რომ ვერ ხედავდა, როგორ ტიროდა იგი და როგორ ხდებოდა თანდათან ეს მთასავით ვეებერთელა კაცი მუშტისხელა", - წერს გაბრიჭიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner