logo_geo
eng_logo
პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია
- +

10 აპრილი. 2016. 11:29


შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიგა შ. წალენჯიხაში დააკავეს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა თანასოფლელი - 1987 წელს დაბადებული ზაზა ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.



სამართალდამცველებმა გიგა . მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.



გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner