ნიკოლოზ მჟავანაძე: მიშას მოლოდინში ვანო მერაბიშვილმა უკვე დაიწყო საკნის დალაგება...
-
+
26 ივლისი. 2017. 22:28
„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება სავსებით რეალური ხდება. მიშას მოლოდინში ვანო მერაბიშვილმა უკვე დაიწყო საკნის დალაგება" ,- წერს მჟავანაძე.