უკრაინის რადას დეპუტატი სერგეი ლეშენკო, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„პოროშენკოს სცენარი სააკაშვილთან დაკავშირებით: მოქალაქეობის ჩამორთმევა, სანამ ის ამერიკაში იმყოფება. ამრიგად, სააკაშვილი უკრაინაში ფიზიკურად ვერ შეძლებს დაბრუნებას: მას ბორისპოლის აეროპორტში დააკავებენ და პირველივე რეისით საქართველოში გაამგზავრებენ. ამრიგად, მისი ექსტრადიციისგან დაცვა შეუძლებელია" , - წერს ლეშენკო.