logo_geo
eng_logo
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი: წაღვერში ცეცხლის კერები ლოკალიზებულია!
- +

26 ივლისი. 2017. 23:38


სახანძრო და სამაშველო სამსახურები წაღვერში, არჯევანიძის ტყეში სამუშაოებს ხვალ დილის 06:00 საათიდან განაახლებენ, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს ვერტმფრენიც დილიდან ჩაერთვება.


ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია, თუმცა ცეცხლის გაჩენის საფრთხე მაინც რჩება.


10-მდე მეტყევე და 25-მეხანძრე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება სტიქიის ზონაში.


როგორც საზოგადოებრივს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა განუცხადა, რეგიონის მასშტაბით ყველა სამსახური მობილიზებულია და მოსახლეობაში პანიკა არ არის.


„ამ დროისათვის ცეცხლის კერები ლოკალიზებულია. ვერტმფრენმა ღამის საათებში მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლო და ამ ლოკაციებზე ვერტმფრენი დილის 06:00 საათიდან გააგრძელებს წყლის დასხმას. მეხანძრეები და მეტყევეები რჩებიან ადგილზე, რომ არ გავრცელდეს ცეცხლის კერები. ტყის ამ ნაწილს შემოარტყეს ხელოვნური არხი. ამ დროისათვის ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის", - განაცხადა აკაკი მაჩუტიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner