საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დასრულებულია. ამის შესახებ ქუცნაშვილმა „tvპირველის" ეთერში ისაუბრა.
„მას ოღონდ ძალაუფლება მიეცი და პარტიას შექმნის უნგრეთშიც, ლიტვაშიც და საუდის არაბეთშიც. ის არის ადამიანი, რომელიც ძალაუფლების გარეშე არაფერს წარმოადგენს. სააკაშვილს პროფესიული ცოდნა არ გააჩნია. ხელოვნებით გატაცებული არ არის. რა ღირებულებები გააჩნია, ყველამ კარგად ვიცით. მისი მასაზრდოებელი არის მხოლოდ ძალაუფლება. ძალაუფლება აღარ აქვს, როგორც ასეთი აღარავის სჭირდება და ამიტომაც ტრაგიკულად ასრულებს თავის პოლიტიკურ კარიერას" , - განაცხადა ქუცნაშვილმა.