ძიუდოისტი გიორგი ჩიხელიძე (66კგ) ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველთაგან პირველი ოქროს მედლის მფლობელია. ფინალურ შეხვედრაში გიორგი ჩიხელიძემ მოლდოველი პეტრუ პელივანი იპონით დაამარცხა.
წარმატებულ ძიუდოსტებს მედლები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.