logo_geo
eng_logo
დაჭრილი სამართალდამცველის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
- +

10 აპრილი. 2016. 11:37


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილი სამართალდამცველის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  პოლიციელი  ზუგდიდში გუშინ ღამით დაჭრეს.


გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილ სამართალდამცველს ქვედა კიდურებში ორი ტყვია  აქვს მოხვედრილი. როგორც ცნობილია, კონფლიქტი პირადი ხასიათის იყო.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner