საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ოდესის ექს-გუბერნატორისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ბიძინასათვის მოქალაქეობის ჩამორთმევიდან ზუსტად 2116-ე დღეს თავად იქცა აპატრიდად, ანუ საერთაშორისო მაწანწალად - რაღაცა არსებობს?" - წერს ნაცვლიშვილი.