ავტორი ალა გრიგალაშვილი
„რესპუბლიკელების" კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში შესაძლოა, მართლა შეიქმნას პრობლემები პარლამენტში, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი მთავრობაზე", - ამის შესახებ „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ პარტიის მიერ კოალიციის დატოვებამ საკანონმდებლო პროცესი შესაძლოა, ჩიხში შეიყვანოს.
„რაც შეეხება „რესპუბლიკელებთან" თანამშრომლობას, იქნება თემატური, გარკვეული საკითხების ირგვლივ უნდა მოხდეს შეჯერება. ამას ამომრჩეველიც დაინახავს არჩევნებამდე. თუ შეჯერება ვერ მოხდება, პარალიზებას გაუკეთებენ კანონპროექტს თავიანთი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ცხადია, აქედან გამომდინარე გამოჩნდება ყველაფერი და მოსახლეობაც ადეკვატურად შეაფასებს ამ პროცესებს საპარლამენტო არჩევნების დროს", - აღნიშნა დეპუტატმა.