სომხურმა მხარემ 9 აპრილს გვიან ღამით,როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ დაარღვია და ცეცხლი 125-ჯერ გახსნა, რასაც აზერბაიჯანული მხარისგან საპასუხო ქმედება მოჰყვა.
სომხური მედიის ინფორმაციით კი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია.
მათივე ინფორმაციით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის არმია შეთანხმების დაცვას აგრძელებს და მის წინაშე არსებულ ვალდებულებებს დამაჯერებლად ასრულებს.