შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „რუსთავი 2"-ის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამ დროისთვის, ხანძარი „რუსთავი 2"-ის შენობაში ლოკალიზებულია, რომელიც საწყობის ტიპის ფართს გაუჩნდა. დამწვარია 40 კვ.მ-ზე მეტი ფართობი.