„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყენებს:
„ნამდვილად ტყუპები არიან და, რა თქმა უნდა, ზალიკოსაც ეყოლება საკუთარი დონაძე და საკუთარი ალისტრახო, საკუთარი მასტერა და საკუთარი მაიმუნა, საკუთარი კეკელა და საკუთარი მარო...
პრინციპში, მთლად საკუთარიც არ იქნება, ალბათ ელისაშვილთან ეყოლება საზიაროდ და, შემდეგ, რომელიც მერი გახდება, ის დაასაქმებს.
რაც შეეხება შადრევანს, უდუმაშვილის შადრევანი კალინ-კამალინს იცეკვებს, ელისაშვილისა კი არგენტინულ ტანგოზე ჩიჩოტკას დაცხებს", - წერს გიორგი იაკობაშვილი.