logo_geo
eng_logo
დიმიტრი მედვედევი: მიხეილ სააკაშვილის ბედი გასაოცარია...
- +

27 ივლისი. 2017. 11:07


 

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სააკაშვილის ბედი გასაოცარია: საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, შემდეგ უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პრეზიდენტის მეგობარი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა.

 

უკრაინის ხელისუფლების თანმიმდევრობა გასაოცარია - საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს, შემდეგ გუბერნატორი გახადეს, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და საქართველოში ექსტრადირებაზე დათანხმდნენ. ყველაფერი ეს ამ ორი ადამიანის მაღალ მორალურ თვისებებზე მეტყველებს, რომლებმაც ფანტასტიური ტრაგიკომედია გაითამაშეს. Show must go on..." - წერს მედვედევი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner