logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების მეტი შანსი აქვს!
- +

10 აპრილი. 2016. 12:34


„თუ დაუჯერებთ სოციოლოგიურ კვლევებს, რომლის მიხედვითაც საზოგადოების დაახლოებით 60% გაურკვევლობაშია, ყველა პარტიას თანაბრად მოუხდება ბრძოლა ამ 60%-თვის", - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორთან" საუბრისას მამუკა არეშიძემ გააკეთა. თუმცა, ექსპერტი მაინც ვარაუდობს, რომ „ქართულ ოცნებას" გამარჯვების მეტი შანსი აქვს.


„როგორც „ქართულ ოცნებას", ასევე „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს მყარი ელექტორატი, მაგრამ არსებობს იმ ტიპის ელექტორატიც, რომლების ფიქრობენ, ოღონდ ნაციონალები და „ოცნება" არ იყოს ხელისუფლებაში და მოწინააღმდეგეს მისცემენ ხმას... 60%-თვის ყველას ერთნაირად მოუწევს ბრძოლა. მე მაინც ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას" მეტი შანსი აქვს, არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს", - განაცხადა არეშიძემ.



რაც შეეხება „რესპუბლიკური პარტიისა" და „ეროვნული ფორუმის" კოალიციიდან გასვლას, არეშიძე ამბობს, რომ მათ მიერ კოლიაციის დატოვება „ქართულ ოცნებას" ზიანს არ მიაყენებს. „ახლა არ არის 2012 წელი და ამ ორი პარტიის არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა „ქართულ ოცნებას" ზიანს არ მიაყენებს", - განაცხადა არეშიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner