logo_geo
eng_logo
უკრაინის საემიგრაციო სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს
- +

27 ივლისი. 2017. 09:56



უკრაინის საემიგრაციო სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.


უწყებაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „მოქალაქეობის" შესახებ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. მასში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა ანკეტაში მცდარი მონაცემები მიუთითა.


იქვე აღნიშნეს, რომ საბუთებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობის მისაღებად შეავსო, მითითებული იყო, რომ არ იმყოფებოდა ძიებაში უკრაინაში ან მის საზღვრებს გარეთ, საქართველოს ტერიტორიაზე კი დაუსწრებლად ჰქონდა პატიმრობა შეფარდებული.


სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკაშირებით უწყებას რადიკალური პარტიის დეპუტატმა ანდრეი ლაზავოიმ მიმართა.


მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner