სტამბოლის ათათურქის აეროპორტში კომპანიების Scat Airlines-ისა და Türk Hava Yollari-ს თვითმფრინავები შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. მათი ევაკუაცია განხორციელდა.
შეჯახების გამო თვითმფრინავების ბოლო ნაწილები დაზიანდა.
შემთხვევის გამომწვევ მიზეზად ნისლი სახელდება.