9 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ჯგუფ „მგზავრების" კონცერტი გაიმართა. ამ დღეს რუსეთში
კონცერტის გამართვას უარყოფითად შეხვდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი. თემას დაეთმო არაერთი სატელევიზიო გადაცემაც, რომლის სტუმრები ფიქრობდნენ, რომ დაუშვებელი იყო ამ თარიღით კონცერტის გამართვა. ჯგუფის წევრებმა მაყურებელს 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი დარბევის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენეს და კონცერტის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.