logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: სააკაშვილს საქართველოს გადასცემენ
- +

27 ივლისი. 2017. 17:18


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ხვალ, 28 ივლისს უკრაინაში დაბრუნებას აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული პორტალი „strana" ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ, იგი შესაძლოა საქართველოს გადასცენ, რადგან უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, „უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც დანაშაული უკრაინის ფარგლებს გარეთ ჩაიდინეს, შესაძლოა გადაეცეს ამ ქვეყანას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხდის ან სასამართლოს წინაშე წარდგომის მიზნით".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner