„შეფარულად მივდივართ ერთნაირსექსიანი ქორწინებისკენ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გადაცემა "პოლიტიკაში" განაცხადა, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.
თოფაძის თქმით, მას და მისი გუნდის წევრებს არასდროს უთქვამთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ან ევროკავშირის წინააღმდეგნი არიან.
"ევროკავშირს რაც შეეხება, ევროკავშირში ნამდვილად მიგვიღებენ, ვინაიდან ძალიან ბევრი პლუსები გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას, აბრეშუმის გზა რომ გავიყვანეთ. ევროპას ყველაზე მოკლე გზა გაუჩნდა, ჩინეთიდან იმპორტი მიიღოს. ამიტომ დავიფასოთ ცოტა თავი. ზოგიერთი მათი შემოთავაზება მიუღებელია. ჩვენ მივდივართ უკვე ერთსქესიანი ქორწინებისკენ ნელ-ნელა, შეფარულად. ყველაფერი მისაღები არ არის და ტყუილად ნუ იტყუებიან ნურც ჩვენი კოლეგები და ნურც ზოგიერთი ტელეარხი", - განაცხადა თოფაძემ.