უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფეტივალზე საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი ოქროს მედალი, მარიამ ჭანტურიამ (63კგ) შესძინა. ქართველმა ძიუდოისტმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად იასპარეზა. ჭელიძემ ფინალში სერბი ანა ობრადოვიჩი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში, ჭანტურიამ ბოლო წამებზე გააკეთა მომგებიანი გდება და შეჯიბრის ტრიუმფატორი გახდა.
დღესვე, ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ ახალკაცმა (-81კგ) მოიგო. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟთა შორის ჩემპიონობა გიორგი ჩიხელიძემ მოიპოვა. მანამდე კი, 55 კილოგრამში, ვერცხლის მედალს ბექა წიფიანი დაეუფლა.
ხვალ, საქართველოს ღირსებას ვაჟთა შორის მიხეილ ბექაური(-90კგ) და ლევან ჭელიძე (+90) დაიცავენ. გოგონებში კი, მძიმე წონით კატეგორიაში ჩვენი ოლიმპიური ნაკრების მედროშე და შეჯიბრის მთავარი ფავორიტი სოფიო სომხიშვილი იასპარეზებს.