logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: მე მადლობა მინდა ვუთხრა ხელისუფლებას...
- +

28 ივლისი. 2017. 00:42



„ხეების გადარგვა არ რჩება ქართულ მედიას შეუმჩნეველი და თუ უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდოდა ურეკში არ დარჩებოდა არავის შეუმჩნეველი", - ამ სიტყვებით „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მჟავანაძემ ასევე საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა, რომ უკრაინას გვერდში დაუდგა მიუხედავად იმის, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტი შეიფარა.


„მიკვირს ხატია დეკანოიძის, როდესაც ამბობს, მე საქართველოს მოქალაქეობა მივიღეო. მანაც მოქალაქეობა მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინაში თანამდებობა დაატოვებინეს. ეს ადამიანები სანამ უკრაინის ხელისუფლებაში იყვნენ პოროშენკოზე აცხადებდნენ, რომ უკრაინის განმათავისუფლებელი სიმბოლო იყო. ხოლო როდესაც დაინახეს ვინ იყვნენ რეალურად, მათთვის პოროშენკო უცებ გახდა ოლიგარქი. აქამდე არ იცოდნენ, რომ ფული ჰქონდა?! ეს ხალხი არიან კარიერისტები. ხვალ და ზეგ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი მოგვევლინოს თურქეთში დაიკიდოს მათი დროშა, ათათურქის სურათი და თქვას მე ვიწყებ თურქეთში ბრძოლასო.

 

საქართველოს ხელისუფლებას მინდა მადლობა ვუთხრა, მიუხედავად იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა, ძებნილი იყო უკრაინამ მიიღო ჩვენ არ შეგვიწყვეტია დახმარება. ყველაზე დიდი დახმარება უკრაინას მედიკამენტების კუთხით საქართველომ გამოუყო. ვეხმარებოდით ყველა კუთხით, ყველა დონეზე", - განაცხადა მჟავანაძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner