ავტორი ალა გრიგალაშვილი
„მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში ან სასულიერო პირებს სკოლებში იწვევენ, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს" - სახალხო დამცველის ამ განცახდებას იბერიულ კავკასიური მოძრაობის მოსკოვის გამგეობის თავმჯდომარე ზაზა გაბედავა ეხმაურება. გაბედავა საქართველოს სახალხო დამცველს გადადგომისკენ მოუწოდებს.
„ნანუაშვილო, შენ სახალხო დამცველი კი არა, სახალხო დამქცევი ხარ! მასონო, საქართველოს მტერო! სასწრაფოდ მოვითხოვოთ ნანუაშვილის გადაყენება!", - აცხადებს გაბედავა „რეპორტიორთან" საუბრისას.